უსაფრთხოება და ფროდ მონიტორინგი
ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყავით BPCProcessing-ის ფროდ მონიტორინგის კომპლექსურ სერვისთან ერთად. ჩვენი უნიკალური სისტემა მუდმივად აანალიზებს მონაცემების დიდ მოცულობას, რეალური დროის რეჟიმში საეჭვო კანონზომიერებების და დარღვევების გამოვლენით.
პანდემიის შემდგომ მსოფლიოში ელექტრონული კომერციის ბაზრები, ისევე როგორც საგადახდო მომსახურების ბაზრები, აგრძელებენ ზრდას, მაგრამ სამწუხაროდ, მათთან ერთად იზრდება თაღლითური ტრანზაქციების პროცენტიც.
ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ყოფნისთვის ბანკისთვის და მისი კლიენტებისთვის საჭიროა ფროდისთვის წინააღმდეგობის გაწევის სისტემების მუდმივად სრულყოფა ცოდნის დაგროვებისა და თანამშრომლების სწავლების გზით.
ჩვენ ვთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტილებას თაღლითობის თავიდან ასარიდებლად, რაც მოიცავს ყველა სახის ტრანზაქციის და ჯპერაციების დაცვას ონლაინ რეჟიმში, რაც იძლევა ფროდის სწრაფად გამოვლენის და დაბლოკვის საშუალებას.
BPCProcessing-ის ყველა გადაწყვეტილება შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო პროტოკოლებს.
ფროდ მონიტორინგი უზრუნველყოფს:
- ტრანზაქციების 100% მონიტორინგს
- მომართვის დრეკადობას
- ანგარიშების გენერაციას
- შეტყობინებას SMS-ით და ელექტრონული ფოსტით
- კლიენტის სახსრების უსაფრთხოებას და რეპუტაციას
- PA DSS მოთხოვნების შესაბამისობას
3-D Secure
ციფრული კომერცია და ტრანზაქციების საერთო მოცულობა აღმავლობის გზაზეა, მაგრამ, სამწუხაროდ, იზრდება აგრეთვე თაღლითური ტრანზაქციების რაოდენობაც. ამ რისკის მინიმუმამდე დასაყვანად ახლა თქვენ შეგიძლიათ თქვენს კლიენტებს შესთავაზოთ სერვისი 3-D Secure გადახდის ყველა სცენარისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გსურთ შესთავაზოთ თქვენს კლიენტებს ციფრული გადახდების ყველაზე უსაფრთხო და საიმედო ხერხები, მათ სჭირდებათ აგრეთვე გადახდის მოხერხებული მეთოდი კლიენტების ოპტიმალურად მომსახურებისთვის. 3-D Secure-ის მეშვეობით ბანკები და PSP შეძლებენ უკეთესი საგადახდო სერვისის და უსაფრთხო საგადახდო გამოცდილების შეთავაზებას.
BPCProcessing მუშაობს განახლებული პროტოკოლით 3-D Secure 2.2.