სავაჭრო და ინტერნეტ ექვაირინგის ჩართვა.
მიეცით თქვენს კლიენტებს საშუალება ნებისმიერ რეგიონში გამოიყენონ გადახდის მათთვის უფრო სასურველი ხერხი. შეამცირეთ დაწკაპუნებების რაოდენობა შეძენას, გაყიდვას და ჩექაუთს შორის. კლიენტების უნაკლო გამოცდილება – ბიზნესის ზრდის საუკეთესო გარანტიაა.
მომსახურების და საქონლის საფასურის გადახდა არასდროს ყოფილა ასე სწრაფი და კომფორტული. გადარიცხვების ყველა სცენარის: С2С, B2B, C2B მხარდაჭერა, აგრეთვე მაღაზიაში, საიტზე, მოწოდებისას გადახდის ერთიანი გადაწყვეტილება.
ნებისმიერი ფორმატის ბარათების გამოშვების გადაწყვეტილება: prepaid, ვირტუალური, კლასიკური.
დრეკადი და პერსონალიზებული ინსტრუმენტი ნებისმიერი სახეობის ბარათების (პლასტიკური, უკონტაქტო და მთლიანად ვირტუალური) გამოშვებისთვის. ფული ნებისმიერ მოწყობილობაზე.
ინტელექტუალური პლატფორმა თაღლითობისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყავით BPCProcessing-ის ფროდ მონიტორინგის კომპლექსურ სერვისთან ერთად. ჩვენი უნიკალური სისტემა მუდმივად აანალიზებს მონაცემების დიდ მოცულობას, რეალური დროის რეჟიმში საეჭვო კანონზომიერებების და დარღვევების გამოვლენით.
ბანკის საპროცესინგო სისტემისთვის ინფრასტრუქტურის შეთავაზება.
ჰოსტინგ-მოდელი ეს არის საკუთარი საპროცესინგო ბიზნესის განვითარების ეფექტური მეთოდი. ეს არის რაციონალური მიდგომა in-house საპროცესინგო ცენტრის აგებისადმი, რომლის თანაობისას დამკვეთი იღებს კონკურენტული ბრძოლის ეფექტურ ინსტრუმენტს.
ლაბორატორია საკუთარი საბანკო გადაწყვეტილებების შექმნისა და შემუშავებისთვის.
განავითარეთ ბიზნესი, დატესტეთ ახალი სერვისები და პეროდუქტები ჩვენს პლატფორმაზე. მაღალმწარმოებლური ინფრასტრუქტურა და შეუზღუდავი შესაძლებლობები პროექტების მასშტაბირებისთვის.
- IBMPower და DellBlade სერვერები.
- საოპერაციო სისტემები AIX და Enterprise Linux.
- მონაცემთა ბაზები Oracle და MySQL.
- HSMs Thales როგორც გადახდის HSM და F5 როგორც ქსელის HSM.
- POS ტერმინალები: Ingenico, Verifone, PAX.
- ATM: NCR, Diebold-Nixdorf, Triton.
- მაღალი წარმადობა და დაცვა DDos-შეტევებისგან.
ახალი გადაწყვეტილებები და შესაძლებლობები ყოველდრიურად იხსნება. ჩვენ ვეხმარებით ფინანსურ ინსტიტუტებს არა მხოლოდ იმაში, რომ მათ დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნები, არამედ იმაშიც, რომ ისინი თავიანთ კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ.
BPCProcessing-ის საერთაშორისო არსებობა, ბაზრის მაღალი ექსპერტიზა, აგრეთვე ძლიერი ინფრასტრუქტურა იძლევიან უამრავ უპირატესობას, როგორიცაა ფუნქციონალის გაშვებისთვის მნიშვნელოვანი ხარჯების არარსებობა და ახალი პროდუქტებისა და სერვისების სწრაფი გაშვება (FastTime2Market).< /p>