Вернуться назад Главная კომპანიის ბლოგისაბანკო ბარათების ეკვაირინგი

საბანკო ბარათების ეკვაირინგი

– ფინანსური ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული მოთხოვნადი მომსახურება. ის სავაჭრო საწარმოებს აძლევს საშუალებას აწარმოონ უნაღდო ანგარიშსწორებები მყიდველებთან და კლიენტებთან მუშაობისას. ბევრ ადამიანს ურჩევნია საქონლის და მომსახურების საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათების მეშვეობით – ეს მოსახერხებელია, სწრაფი და მარტივი. სტატისტიკის თანახმად 2019 წლის პირველი ნახევრის შედეგებით უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებული შესყიდვების წილი რუსეთში შეადგენდა 50%-ზე მეტს. ამიტომ კომერციული ორგანიზაციები აქტიურად ახდენენ საგადასახადო ბარათების ეკვაირინგს, რათა არ დაკარგონ კლიენტები, რომლებიც არ იყენებენ ნაღდ ფულს.

რა არის პლასტიკური ბარათების ეკვაირინგი?

ტემინი „ეკვაირინგი“ წარმოიშვა სიტყვიდან acquire, რომელიც ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „შეძენა“. დღეს მას იყენებენ საბანკო საქმეში პლასტიკური ბარათის მეშვეობით საქონლის და მომსახურების საფასურის გადახდის ოპერაციის განსაზღვრისთვის. ეს საკმაოდ რთული პროცედურაა, რომელშიც ჩართულია რამდენიმე სუბიექტი:

კლიენტი – სადებეტო ან საკრედიტო ბარათის მფლობელი;

სავაჭრო საწარმო – კომპანია, რომელიც ახდენს საქონლის რეალიზაციას ან ეწევა მომსახურებას;

ბანკი – ახორციელებს საგადასახადო ბარათის ემისიას და ეკვაირინგს.

Contactless ტექნოლოგიის გამოყენებისას მყიდველს შეუძლია გადაიხადოს საქონლის საფასური საბანკო ბარათის, სმარტფონის ან სხვა მოწყობილობის ერთი შეხებით, ამასთან მყიდველების უმრავლესობა მისდევს გადახდის კლასიკურ კონტაქტურ ვარიანტს. ამ რამდენიმე წამში ადგილი აქვს უამრავ ოპერაციას. ინფორმაცია გადაეცემა გადასამუშავებლად საპროცესინგო ცენტრში, რომლიდანაც მონაცემები გადაეცემა საგადასახადო სისტემას. ამ ეტაპზე ხდება ინფორმაციის შემოწმება, რის შემდეგ ის ხვდება ბანკ-ემიტენტში, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ტრანზაქციის ჩატარებას. ეს ასევე მოიცავს გადახდებს QR-კოდის გამოყენებით, რომელიც სწრაფად იძენს პოპულარობას: მყიდველისთვის საკმარისია გადაიღოს გამყიდველის QR-კოდი პირდაპირ სალაროსთან, თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება მობილურ დანართზე მიბმული საბანკო ანგარიშიდან.

ეკვაირინგის სახეობები

საბანკო ბარათების ეკვაირინგის ძირითადი სახეობებიდან მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია:

სავაჭრო,

მობილური,

ინტერნეტ-ეკვაირინგი.

პირველ შემთხვევაში გადახდა ხდება POS-ტერმინალებიდან. უნაღდო ანგარიშსწორების ასეთი ხერხი ფართოდ გამოიყენება მაღაზიებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, მომსახურების სფეროს საწარმოებში და ა. შ. მობილური ეკვაირინგი მოთხოვნადია მცირე და საშუალო ბიზნესში. ის იძლევა საქონლის და მომსახურების საფასურის გადახდის საშუალებას პლანშეტიდან ან სმარტფონიდან, მაგრამ უფრო მაღალი საკომისიოთი. ინტერნეტ-ეკვაირინგი – ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა. პლასტიკური ბარათების ეკვაირინგის ამ სახეობის გავრცელება პირდაპირ არის დაკავშირებული ინტერნეტ-ვაჭრობის სწრაფ განვითარებასთან. შენაძენების საფასურის უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადახდისთვის გამოიყენება არა ტერმინალები ან ქარდრიდერები (ბარათის წამკითხველები), არამედ სპეციალური პროგრამები. ინტერნეტ-ეკვაირინგი ხელმისაწვდომია სხვადასხვა მოედნებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული ინტერფეისი. გადახდის ასეთი ხერხი საჭიროებს უსაფრთხოების ზომების დაცვას, რომლებშიც შედის მონაცემების კონფიდენციალურობის შენარჩუნება, თაღლითებისგან დაცვა და სხვ.

საგადასახადო ბარათების ეკვაირინგის მომსახურების გაწევა

BPC-Processing სთავაზობს UnionPay, MIR, VISA, MasterCard სისტემების საგადასახადო ბარათების ეკვაირინგის მომსახურებას. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სავაჭრო და ინტერნეტ-ეკვაირინგის მომსახურების სრულ კომპლექსს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ:

  • ვებ-ინტერფეისის ოპერატიულ მიერთებას,
  • ინტერნეტ-მაღაზიის მიერთების თანხლებას.
  • ტერმინალების სწრაფ რეგისტრაციას,
  • მოწყობილობების და სერვისების მომსახურებას,
  • სავაჭრო-სერვისული საწარმოების სადღეღამისო მხარდაჭერას,
  • ბაზარზე მოწინავე გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას.

მომსახურების გამოსაყენებლად დატოვეთ ელექტრონული შეკვეთა საიტზე. ჩვენ მალე დაგიკავშირდებით თანამშრომლობის პირობებზე მოსალაპარაკებლად. შემოთავაზების თაობაზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება და შეკითხვების დასმა შეიძლება ტელეფონით, რომელიც მითითებულია განყოფილებაში „კონტაქტები“.

კონტაქტები
ტელეფონი:
მისამართი:
Office 204, building 3, Dubai Studio City P.O. Box 478892, Dubai
Your name *
Fill in the field
Email *
Fill in the field
Your phone *
Fill in the field
Company name *
Fill in the field
Message *
Fill in the field
BPC requires the contact information you provide to us in order to contact you about our products and services. You may unsubscribe from these communications at any time. Please review our Privacy Policy for information on how to unsubscribe, as well as our privacy policy and commitment to protecting your privacy. Privacy Policy.